პარლამენტთან მუსიკის ხმა ისმის და აქციის მონაწილეები ცეკვავენ.
ცოტა ხნის წინ, აქციაზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისგან განცხადების გაკეთებას ითხოვენ. „პარლამენტთან ვიქნებით, სანამ არ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა.