პარლამენტთან აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევენ
პარლამენტთან აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევენ

პარლამენტთან აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი შეიკრიბა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი დღეს, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევენ.

მათი თქმით, რეგულაციები ბიზნეს ანადგურებს და საჭიროა მისი დროულად გაუქმება.

„ბევრი ადამიანი ვიქნებით, თუ ცოტა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ კომენდანტის საათს რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი დაარღვევს ერთად. არც ერთი კანონი არ დაირღვევა, პირობას ვიძლევით, გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც პირდაპირ ანგრევს, კლავს ბიზნესს და ხელისუფლება შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს“,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

​პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.