პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საინფორმაციო ფორმატი, მედიაპროექტი „სირცხვილია“ გრძელდება. პროექტი ყოველდღე 20:20-დან 22:00 საათამდე „ფეისბუქითა“ და სხვადასხვა მედიასაშუალებებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გადაცემების მიზანი სხვადასხვა პროფესიის სტუმრებთან ერთად აქციასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვაა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმარი იქნება პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
დღეს აქციის 35-ე დღეა და მისი მონაწილეების მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.