პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გუშინ დაკავებული რვა პირიდან ორი – საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე და მოძრაობის #ნუმომკლავ წევრი არასრულწლოვანი – ტ.გ. ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ნადირაძის საქმეზე სხდომა არ ჩატარებულა, არასრულწლოვანს კი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. არასრულწლოვნის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
რაც შეეხება დანარჩენ 6 პირს, მათგან ერთ-ერთის ბესიკ გაზდელიანის პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება, მისმა უფლებების დამცველმა მოწმეების დაკითხვის მიზნით პროცესის გადადება მოწმეების ითხოვა, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
დღესვე სასამართლომ ადმინისტრაციული წესით, ყაზახეთის მოქალაქის ბესლან როლსანოვის საქმეზე იმსჯელა, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას სამართალდარღვევისთვის 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როლსანოვი აქციაზე შეერთებას აპირებდა. ის ყაზახეთში მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის იძებნება.
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.