პარლამენტთან აქცია „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს
პარლამენტთან აქცია „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ აქცია „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს.

აქციაზე ორგანიზატორების მიერ მომზადებული ჰიმნისა და ფილმის პრემიერა გაიმართა, რომელიც აჩიკო გულედანის მიერ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით არის შექმნილი.

აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინელების ბრძოლა საქართველოს ინტერესების დაცვასაც ემსახურება. აქციაზე იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეებიც.

„უკრაინიდან ვარ და მინდა, რუსეთს ვუთხრა, რომ მოაშოროს თავისი თათები ჩვენი ქვეყნიდან. მინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, ხალხი არ კვდებოდეს. ჩამოვედი, რადგან ჩემს ქვეყანაში ყოფნა არ არის უსაფრთხო, მაგრამ მინდა, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ უკრაინა არ არის რუსეთი და იმსახურებს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა უკრაინის ერთ-ერთმა მოქალაქემ.

აქციის ორგანიზატორები არიან „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“.