პარლამენტთან აქცია „სირცხვილიას“ ფორმატში გამოფენა-გაყიდვა იმართება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია „სირცხვილიას“ ფორმატში გამოფენა-გაყიდვა იმართება.
ღონისძიებაში მონაწილე პირებს სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, მაისურები და სხვადასხვა სუვენირები აქვთ გამოტანილი.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა სტარტაპერებიც.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ნივთების გაყიდვიდან შესული თანხის 20 პროცენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე გადაირიცხება, თუმცა ნებაყოფლობითია.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 20 ივნისიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება.