პარლამენტთან აქცია 18:00 საათზე განახლდება
პარლამენტთან აქცია 18:00 საათზე განახლდება

თბილისში, პარლამენტთან ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია დასრულდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, პარლამენტთან კარავში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ირაკლი კუპრავა, ზაზა სარალიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 2 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა კვლავ მთავრობის გადადგომა იქნება.