პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს.
ირაკლი ზარქუა ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია.
ამასთან, სიის მიხედვით, პარლამენტში გასულ კვირას შოთა შალელაშვილი ლევან მგალობლიშვილმა შეცვალა.
რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მან დღეს განაცხადა.