პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს და საორგანიზაციო საკითხებს.
მისივე თქმით, მსჯელობის ერთ-ერთი თემა იქნება საარჩევნო სისტემა.
„საორგანიზაციო საკითხები იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. საუბარი იქნება წინასაარჩევნო პერიოდზე, კონკრეტულ თემებზე. საარჩევნო სისტემაც იქნება ერთ-ერთი თემა, ე.წ. მეხუთე რაუნდის წინ უმრავლესობის საერთო აზრი უნდა ვიცოდეთ. ასევე იქნება საუბარი საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილ კანონპროექტებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, უმრავლესობის შეხვედრის თემა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზების გადახედვა არ არის.
„უმრავლესობის სხდომის მთავარი თემა ნამდვილად არ არის საარჩევნო თემატიკაზე რაიმეს გადახედვა და ახლის შეთავაზება. ეს არავის უთხრათ და თქვენით არ დაასკვნათ. სხდომის თემა რაიმეს გადახედვა არ იქნება, შეთავაზება გვაქვს, გარკვეული კომპრომისი მივიღეთ, გუნდის შიდა კონსესუსია. თუ ოპოზიცია რაიმე ახალს იტყვის, კიდევ შევიკრიბებით. მაჟორიტარების საკითხია განსახილველი, რის გაკეთებას აპირებენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.