პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები სავარაუდოდ ხვალაც გაგრძელდება
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები, სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პირველი შემთხვევა არ არის, რომ საკითხებს ვიხილავთ და კენჭისყრები სხვა დროს არის. დღეს, სავარაუდოდ, პოლიტიკურ გამოსვლებს ვერ მოვრჩებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შესაბამისად, პირველი მოსმენით კენჭისყრა ვერ შედგება, რადგან, რეგლამენტის მიხედვით, სხდომა 21:00 საათზე უნდა დასრულდეს.