პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და პარტია „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ.

ყაველაშვილმა ხაბეიშვილს მასხარა უწოდა. „ხელი არაფერზე წაგიცდეს, გაფრთხილებ. რასაც გეუბნები, ხვდები. სჯობს, გაჩერდე“, – მიმართა ყაველაშვილმა ხაბეიშვილს.

პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.