პარლამენტში თავდაცვის კოდექსის განხილვა მიმდინარეობს
პარლამენტში თავდაცვის კოდექსის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში თავდაცვის კოდექსის განხილვა მიმდინარეობს, კოდექსს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარადგენს.

მისი თქმით, კოდექსის განხილვაში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, დეპუტატები.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ამ კოდექსის განხილვა რამდენიმე წელია, მიმდინარეობს დაინტერესებულ პირებთან ერთად, როგორებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, დეპუტატები და ა.შ. მინდა, ამაყად განვაცხადო, რომ ეს არის ქართული თავდაცვის კოდექსი. თუ ვინმე ოპონირებას აკეთებს, გასაგებია, კი ბატონო, მაგრამ ეს უნდა იყოს საგნობრივი. ჩვენ აქამდე ვერ მოვისმინეთ არგუმენტირებული, საგნობრივი პრეტენზიები, ასე რომ, დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ თავდაცვის კოდექსს, რომელიც ორიენტირებული არის ქართული ჯარის გაძლიერებაზე, ქართული ჯარის ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაზე ნატო-სთან და ევროკავშირთან; ქართველი სამხედროების სოციალური დაცვის მიმართულებით. ეს არის მთელი არსი ამ თავდაცვის კოდექსის, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და ჩვენ ამ შრომის შედეგად წარმოვადგინოთ ეს პროექტი, რომელიც დღეს, მინდა, სიამოვნებით წარმოგიდგინოთ“, – განაცხადა გიორგაძემ.