პარლამენტში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს მოისმენენ
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ქვეყანაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისა და პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მზადყოფნის შესახებ ინფორმაციას დეპუტატებს მიაწვდის.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული ანგარიში იქნება წარდგენილი.
„მოვისმენთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რამდენად მზადყოფნაში ხვდებიან რეგიონები სეზონს, როდესაც ხშირი წვიმაა, რამდენად არსებობს შესაბამისი ფინანსური, მატერიალური და ტექნიკური სტრატეგიული მზადყოფნა, რათა რისკების მართვა მოხდეს ეფექტურად, ასეთის არსებობის შემთხვევაში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.