პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტი დღეს გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა და იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში“.
პროექტის გათვალისწინებით, შეიქმნება მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ბალანსების შედგენიდან დაწყებული, მისი კლასიფიკაციისა თუ სტატუსების ფარგლებში გააკეთებს შესაბამის ანალიზს.