პარლამენტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე მსჯელობას თეა წულუკიანი ესწრება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობენ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრება, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
წულუკიანის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, ახალი კონსტიტუციის პირობებში, რა პროცედურები უნდა გაიარონ მოქალაქეობის მარტივად აღსადგენად ადამიანებმა, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვის დროს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს.
„ასევე, ვიმსჯელებთ, მომავალში როგორ უნდა მოხდეს, რომ ორმაგი მოქალაქეობა არ ავკრძალოთ, თუმცა, ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეობას მსურველი უცხოეთის მოქალაქეები მხოლოდ მაშინ მივიღოთ მოქალაქეებად, როცა დავრწმუნდებით, რომ ისინი ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.