პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რამდენიმე წუთში დაიწყება საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა, სადაც აისახება საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგები.

„იცით, რომ საზოგადოების მხრიდან რაიმე განსხვავებული მოსაზრება არ ყოფილა, შემაჯამებელი სხდომის ოქმში აისახება მოქალაქეების წარმოდგენები ამ საკითხებზე. დღესვე იქნება უმრავლესობის სხდომაც, სადაც ჩვენ გავივლით კიდევ ერთხელ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველაფერი შეთანხმებულია და 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს. ახლა ჯერი არის იმ ადამიანებზე ოპოზიციიდან, ვინც ღიად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რა შემთხვევაშიც, გარანტირებულად პირველი მოსმენით ცვლილებებს კვირას და შემდეგ სამი მოსმენით მივიღებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება.