პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფი დღეს მეოთხე სხდომას მართავს, რომელზეც ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა შეჯერდნენ. დღევანდელ სხდომას არ ესწრება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

მათ ამის მიზეზად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელეს და სხდომის გადადება მოითხოვეს.

სხდომას ესწრებიან სახალხო დამცველის აპარატისა და „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებების პირველადი ვერსია, რომელიც გულისხმობს საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურად ჩამოყალიბებას, საარჩევნო უბნებთან რადიუსის განსაზღვრას, ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას და თვითმმართველობის არჩევნებზე მეტი პროპორციული სისტემის შემოღებას.

სამუშაო ჯგუფი ცვლილებების ინიცირებას პირველი მარტისთვის გეგმავს.