საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, რუსუდან ბერიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„ალბათ ყველამ შეიტყვეთ, გარდაიცვალა ქალბატონი რუსუდან ბერიძე, რომელიც გახლდათ პირველი ქალი ვიცე-სპიკერი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის, გამორჩეული პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე. გთხოვთ, წუთიერი დუმილით მივაგოთ მას პატივი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.