პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
სხდომათა დარბაზში ვითარება რამდენიმე წუთის წინ დაიძაბა. მიზეზი ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მოთხოვნა იყო. მათ განაცხადეს, რომ დღეს საკითხის მომხსენებელს, მამუკა მდინარაძეს არ მისცემდნენ სიტყვით გამოსვლის უფლებას. მამუკა მდინარაძემ მათ უთხრა, რომ სიტყვით გამოსვლას დღეს აღარ აპირებდა, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდა ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ დაიწყო ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, სხდომა დაეტოვებინათ გიორგი ვაშაძეს და ლევან ხაბეიშვილს. მათ მანდატურის სამსახურმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა ასევე დაატოვებინა თინა ბოკუჩავას, თამარ აქუბარდიასა და თამარ კორძაიას. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისკენ, რომ მიეცათ საშუალება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის, სიტყვით გამოსულიყვნენ.