პარლამენტში პირველ დეკემბერს განათლების მინისტრს, 3 დეკემბერს კი, კულტურის მინისტრის მოუსმენენ
პირველ დეკემბერს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ხოლო 3 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ.
ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადეს.
სხდომის წამყვანის გია ვოლსკის განცხადებით, მინისტრის საათთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს.
მისი თქმით, ხუთშაბათს ბიუჯეტის განხილვის დღეა.