პარლამენტში პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტში პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ამ საკითხის განხილვის მიზნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის, „ლიბერთი ბანკისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლა იგეგმება. კომიტეტის სხდომაზე მათი მისვლა პარტია „მოქალაქეებმა“ მოითხოვეს.
ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მიაჩნიათ, რომ პენსიონერებს პენსიის წინასწარ აღებისას მაღალი პროცენტი ეჭრებათ, რაც პენსიონერების სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.