პარლამენტში ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრებიან „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია.
დისკუსიის საგანია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაცია და მათი შესრულება.
შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე იგეგმება რიგგარეშე სესიისთვის კონკრეტული დღის წესრიგის მომზადება. მათი პოზიციაა, რომ რიგგარეშე სესია დაუყოვნებლივ უნდა იყოს მოწვეული, ხოლო კანონპროექტები განხილული.