პარლამენტში „მოქალაქეების“ კვოტით ლევან იოსელიანს ქეთევან თურაზაშვილი ჩაანაცვლებს
პარლამენტში „მოქალაქეების“ კვოტით ლევან იოსელიანს ქეთევან თურაზაშვილი ჩაანაცვლებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი გახდა, მას საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით გათვალისწინებული ადგილმონაცვლე პირი ჩაანაცვლებს, სიით მესამე ნომერი კი არის ქეთევან თურაზაშვილი.
„მოქალაქეებს“ საარჩევნო სია არ აქვთ ჩახსნილი, შესაბამისად, მათ საკუთარი მანდატის ათვისება შეუძლიათ.
პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია.