პარლამენტში მისულ დეპუტატებს ტემპერატურას უზომავენ
პარლამენტში მისულ დეპუტატებს ტემპერატურას უზომავენ

საქართველოს პარლამენტში მისულ პირებს, მათ შორის, აპარატის თანამშრომლებსა და დეპუტატებს ტემპერატურას უზომავენ.

აღნიშნული ღონისძიება ახალი კორონავირუსის პრევენციას ემსახურება.

პარლამენტში შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის. საქართველოს პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა.

გარდა ამისა, შეჩერებულია საშვთა სისტემაც.