პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ
პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რამდენიმე წლის წინ პარლამენტის რეგლამენტის ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდა, რათა საპარლამენტო როლი და საზედამხედველო ფუნქცია გაზრდილიყო, რაც ასეც მოხდა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანი სივრცე რჩება, რომ პარლამენტის მუშაობა გაუმჯობესდეს.

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ შემოტანილი ახალი მექანიზმები მუშაობს. გვაქვს მოსაზრებები, რა უნდა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ესწრება.