პარლამენტში მედიის წარმომადგენლებმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს
პარლამენტში ჟურნალისტებმა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 5 ივლისს მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს. ჟურნალისტები პარლამენტში „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.
მედიის წარმომადგენლები ფოტოებით ხელში პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ იმყოფებიან.