პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაყოფა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც ბიუროს ხვალინდელ სხდომას წარედგინება.
ცვლილებებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს კულტურის მიმართულება გამოეყოფა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება.
რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ცვლილებების მიზეზად კულტურის, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროს ინტერესების მეტად წარმოჩენა სახელდება.