პარლამენტში ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება
პარლამენტში, ხვალ პლენარულ სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება. ეს ფორმატი „ლელოს“ ინიციატივით დაინიშნა.
რეგლამენტის მიხედვით, თავისუფალი ტრიბუნა სპეციალური საპარლამენტო ფორმატია, როცა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვს, სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს. პარლამენტი კი, ვალდებულია მას დაუყოვნებლივ მოუსმინოს.
„ლელომ“ ეს შესაძლებლობა ერთხელ უკვე გამოიყენა, 7 ივნისის პლენარულ სხდომაზე ამ ფორმატით დავით უსუფაშვილმა ისარგებლა.