პარლამენტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება
საქართველოს პარლამენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ორგანიზაციის სპეციალურ მისიასთან შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში მიმდინარეობს.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოს კანონმდებლობის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხს.
მისივე თქმით, საუბარი იქნება კორონავირუსთან დაკავშირებითაც.
„დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიმართულება იქნება, რომ მოვახერხოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტების მიწოდება მოსახლეობისათვის და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი. ამისათვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის განახლება, რომელიც არის მოძველებული. ის ვერ პასუხობს გამოწვევებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გვექნება ამაზე საუბარი, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს შესაბამისობაში თანამედროვე გამოწვევებთან. შეხვედრაზე საუბარი იქნება ასევე კორონავირუსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ხუნდაძემ.