საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 18 ნოემბერს, ინტერპელაციის წესით მოსმენას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ამის შესახებ ცნობილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა.
აქედან გამომდინარე, პარასკევს დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ.
„სამი მინისტრი იყო დაბარებული ინტერპელაციის წესით. საგარეო საქმეთა მინისტრს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამწუხაროდ არ შეუძლია დასწრება. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ წესებს“, – განაცხადა ბიუროს სპიკერმა დავით სერგეენკომ.