პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივიდა.
გიორგი ქობულიას ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სხდომაზე დასწრების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოვიდნენ უმრავლესობის ყოფილი წევრები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე.
როგორც დეპუტატმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ქობულია წარადგენს მინისტრად რვა თვის მუშაობის შედეგებს, დეპუტატებს გააცნობს ხედვას ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით.