პარლამენტში გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის მოსმენა 2-3 მაისისთვის იგეგმება
პარლამენტში გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის მოსმენა 2-3 მაისისთვის იგეგმება

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა 2-3 მაისისთვის იგეგმება.

ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში ხუთშაბათს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლა; პარასკევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ვახტანგ გომელაური წარადგენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.