პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში დღეს მეორე ცვლის გაკვეთილები არ ჩატარდება
პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში დღეს მეორე ცვლის გაკვეთილები არ ჩატარდება. როგორც საქართველოს პირველ არხს სკოლის დირექტორმა თამარ კანაპაძემ განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მან ბავშვების უსაფრთხოების გამო მიიღო.
მისივე განმარტებით, მეორე ცვლა 14:00 საათიდან იწყება და ამ პერიოდში სკოლაში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები დადიან.
როგორც დირექტორმა განაცხადა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესების გამო, მშობლებს ბავშვების სკოლაში მიყვანის დროს პრობლემები რომ არ შექმნოდა, მეორე ცვლის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
თამარ კაპანაძის თქმით, აღნიშნული მხოლოდ დღევანდელ დღეს ეხება.
მისივე განცხადებით, პირველ ცვლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.