საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა მიმდინარეობს.
დეპუტატები სხდომაზე სივრცით მოწყობასთან დაკავშირებით მსჯელობენ.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, სივრცით მოწყობაზე ცვლილებები მომზადდება.
„პროექტი ინიცირებული ჯერ არ არის. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაა, იდეას ზაზა გაბუნია წარმოადგენს. დეტალები კი ცნობილი კანონპროექტის მომზადების შემდეგ გახდება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.