საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობენ, რასაც მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ასევე გიორგი ვაშაძე.
დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი.