საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი გახდა ლევან ხაბეიშვილის გამოსვლა, რომლის დროსაც ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დიმიტრი სამხარაძემ და ლევან ხაბეიშვილმა.
მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციას შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა, რის გამოც ამ დროისთვის სხდომა ვერ გრძელდება.