პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრების ხმაურისა და სტვენის გამო სხდომა ვერ იწყება [ფოტო, ვიდეო]
12:15, 03.09.2019
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა, თუმცა სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სხდომაზე იმყოფებიან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები, ისინი 20 ივნისს პარლამენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
ასევე სხდომაზე არიან ოპოზიციონერი დეპუტატები „ევროპული საქართველოდან“. მათი ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია სხდომაზე სასტვენითა და წარწერიანი – „სირცხვილია“ მაისურით მივიდა. ხოშტარიამ სტვენა დაიწყო, რაშიც მას პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდნენ.
მანდატურის სამსახურის უფროსი სთხოვს ხოშტარიას შეწყვიტოს სტვენა, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი ადგილს არ ტოვებს.
ამასთან, პარლამენტის შენობის გარეთ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.