პარლამენტში ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, აღნიშნული რეკომენდაცია გულისხმობს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ქართველ მოსამართლეებს უბიძგებს, საკუთარ მსჯელობებში პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დასაბუთება და იურისპოდენცია არის ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის უფლებების დადგენის თვალსაზრისით. ამ საკითხებში ქართველი იურისტები რაც უფრო მეტად იქნებიან გაცნობიერებული და მეტი ცოდნით შეიარაღებული, რასაკვირველია, კარგი იქნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში თავი მოგვეყარა ყველა იდეისთვის, რის საფუძველზეც კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება და ამ პროცესს წაახალისებს, უფრო აქტიურად მოხდება იურისტების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს იურისპონდეციის გამოყენება. ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დაცვისას ქართულ მართლმსაჯულებაში დასაბუთების დონეს აწევს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს.