პარლამენტში ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტზე მსჯელობენ
პარლამენტში ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტზე მსჯელობენ

პარლამენტში ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტზე მსჯელობენ.

თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი აცნობს. კომიტეტების სხდომა ამ წუთებში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

გიორგი საბედაშვილი განმარტავს, რომ ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია არის მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლიც 2019-2021 წლების სტრატეგიის გაგრძელებას წარმოადგენს.

„უშუალოდ სტრატეგიის დოკუმენტი არ არის საიდუმლო, ეს არის საჯარო დოკუმენტი. დოკუმენტს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც საიდუმლოა და მნიშვნელოვანია, რომ როგორც სტრატეგია, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას იღებდნენ რელევანტური სახელმწიფო უწყებები. დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას – ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც 2019 წელს, საქართველოში პირველად განსაზღვრა ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ცნება. რა თქმა უნდა, დოკუმენტი არის ტერორიზმის შესახებ და სახელმწიფოს 7 ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, რომლითაც ქვეყანა აპირებს ტერორიზმს დაუპირისპირდეს. ეს შვიდი ძირითადი მიმართულებებია – ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, პრევენცია, დაცვა, მზადყოფნა, დევნა, სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა“, – განაცხადა საბედაშვილი.