საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იგეგმება.
სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, იმსჯელებენ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ პარტია ერთიანობას შეინარჩუნებს.
„სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ყველა პრობლემური საკითხი აწუხებს თითოეულ დეპუტატს. არა პირადი, რა თქმა უნდა, საერთო საქმისათვის უნდა იყოს მსჯელობა და ვფიქრობ, ეს შეხვედრა საკმაოდ საქმიანი იქნება. მე განწყობილი ვარ, რომ საქმიანი საუბარი შედგეს”,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.