პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
„დიდი ისტერიკაა დარბაზში. ხალხს აჯერებდით, რომ კანონი რუსული არ არის, მაგრამ ახლა ისინი თქვენც რუსებს გეძახიან. ხალხს ომით აშინებდით და ქუჩაში სამოქალაქო ომს აწყობთ. დაწყნარდით, „ნაცებში“ ხომ არ გერევით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.