პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა დაიწყო
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო.
ცესკო-ს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიასა და მაია ზარიძის კანდიდატურები.
ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს მოუსმენს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესი არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსესუსით – 2/3-ით ცესკო-ს კანდიდატურების არჩევას და საზოგადოებას ამ კომისიის მიმართ ნდობა არ ექნება.