პარლამენტში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები არ გაიმართება
პარლამენტში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები არ გაიმართება

პარლამენტში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები არ გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობამ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

საპარლამენტო უმცირესობა აზიური ფაროსანას გავრცელების მასშტაბის, მის წინააღმდეგ არსებული სამთავრობო გეგმებისა და ინიციატივების, მავნებლისგან მიყენებული ზარალისა და პრევენციის ღონისძიებების შესახებ მსჯელობას პლენარულ სხდომაზე დებატების ფორმატში ითხოვდა.

საკითხი საკანონმდებლო ორგანოს აკაკი ბობოხიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, მავნებელი მწერი პრობლემას უკვე მთელ დასავლეთ საქართველოს უქმნის და მოსახლეობას მასთან საბრძოლველად არც რესურსი და არც ინფორმაცია გააჩნია.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და პოლიტიკური დებატების მიზანი გაუგებარია