პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს
პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
შეხვედრა ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან იმართება. შეხვედრას ესწრებიან „ლელოს“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დისკუსიის საგანია, ვის უნდა შეეხოს ამნისტია და უნდა მოხდეს თუ არა მისი კორექტირება.
პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება „ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტების განხილვა, რაც ორი დღის წინ კონსულტაციების გამო გადაიდო.