პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს
პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინიციატივით იმართება. დისკუსიის საგანია, უნდა გაგრძელდეს, თუ არა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები და როგორ შეიძლება, მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება.

შეხვედრაზე გადაწყდება, გავა თუ არა საკანონმდებლო ინიციატივა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შალვა შავგულიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი. „ლელო“ ამნისტიის პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს.

პარლამენტში ორი კანონპროექტია წარდგენილი. ერთი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, მეორე ოპოზიციას.