პარლამენტში აკაკი ზოიძეს პაატა გოგოხია შეცვლის
პარლამენტში აკაკი ზოიძეს პაატა გოგოხია შეცვლის

საქართველოს პარლამენტში დეპუტატ აკაკი ზოიძეს „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიის შემდეგი პირი პაატა გოგოხია შეცვლის.

ამჟამად, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გაჩერებულია ბენედიქტე ქაშაკაშვილზე, რომელიც პარლამენტში სოფო ქაცარვას შეცვლის, რომელმაც საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ.

ბენედიქტე ქაშაკაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ჯერ არ არის ცნობილი, რადგან უფლებამოსილება სოფო ქაცარავას ოფიციალურად უნდა შეუწყდეს.