პარლამენტში 5 აპრილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ
მიმდინარე წლის 5 აპრილს, პარასკევს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ გაიმართება.