პარლამენტში მიმდინარე წლის 4 აპრილს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუსმენენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
ლევან იზორია საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა და თავის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრებს, დეპუტატებს სამომავლო გეგმებზეც მიაწვდის ინფორმაციას, ასევე მათ კითხვებს უპასუხებს.
„მინისტრის საათს“ პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. აღნიშნულ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში უკვე გამოვიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.