პარლამენტში 3 აპრილს „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
მიმდინარე სასესიო კვირაში „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 3 აპრილს წარდგება.