პარლამენტში 29 ნოემბერს ინტერპელაციის წესით დავით ზალკალიანის მოუსმენენ
პარლამენტში 29 ნოემბერს ინტერპელაცია გაიმართება. პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფარგლებში, დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება.
ინტერპელაციის ფორმატში, დავით ზალკალიანი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა” დაიბარა. მიზეზი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, მინისტრმა კითხვებს პირადად უნდა უპასუხოს, რასაც პოლიტიკური დებატები მოჰყვება.